вторник, 28 июня 2016 г.

სასწავლო პროექტი

 პროექტის   სახელწოდება
              ,, ქვათა  სიმფონია“
 პროექტის მთავარი  იდეა
·          გ.ტაბიძის  ლექსის  ,,ქებათა ქება ნიკორწმინდას“ შესწავლის შემდეგ  მოსწავლეები (მათი სურვილით) მოინახულებენ ტაძარს და გააცნო-ბიერებენ  წინაპართა  ღვაწლსა და დამსახურებას მომავალი  თაობების წინაშე;


 პროექტის  აქტუალობა
·         პროექტი  აქტუალურია  იმით, რომ  მოზარდებს უღვივდებათ  ინტერესი  და  პატივისცემა  ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობისადმი.  
·         უვითარდებათ  კრიტიკული აზროვნების, სხვა-დასხვა  ეპოქაში  შექმნილი  ნიმუშების  აღქმის,  შეფასებისა და წარმოჩენის, ასევე   შემოქმედო-ბითობისა  და დამოუკიდებელი მუშაობის   უნა-რი; ხდება მათი  კომუნიკაბელურობის  ზრდის  ხელშეწყობა.                           


 პროექტის  მიზნები და შედეგები
·         ჩამოუყალიბდებათ აუდიტორიის წინაშე გამოსვლისა და ინფორმაციის  წარდგენის უნარი;
·          ჯგუფური  მუშაობით,ერთმანეთის  აზრის  გათვალისწინებითა  და  დამოუკიდებელი  შრომით გამოიმუშავებენ კვლევის საბოლოო  შედეგის  მიღწევის  ჩვევებს;
 ქართ. XII.1. მოსწავლეს შეუძლია  საჯარო მოხსენების  წარმოდგენა;                                                   ქართ.XII.2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამო-სვლების მოსმენა და  კრიტიკულად შეფასება;
ქართ.  XII.4.მოსწავლეს  შეუძლია ზეპირი  კომუ-ნიკაციის  სტრატეგიების  გამოყენება საჯარო გა-მოსვლების  დროს.                                                   ქართ.  XII.   12.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა  ხასიათის  არამხატვრული ტექსტების  შეთხზვა. ქართ. XII.  14. მოსწავლეს შეუძლია  წერის სტრა-ტეგიების გამოყენება  ნაწერის ორგანიზებისა-თვის.
  მონაწილეთა ასაკი
16-17 წელი

 ვადები, ხანგრძლივობა
             15  დღე
 მოსალოდნელი  შედეგები/რაც  შეიძლება  შეიქმნას                                                                                                                                                        
ბუკლეტები,  ინტერნეტიდან  ამოღებული  ინფორმაცია,  ვიდეომასალა და  სურათები ნიკორწმინდის  ტაძრის  შე-სახებ;  ბავშვების  მიერ  შესრულებული  სამოქმედო  რუ-კა-გეგმა,ნახატები-მაგ.: შუა სოფელში მედიდურად  მდგარი  ტაძარი,ეზოში  განლაგებული  ნაგებობები, ჩუქურთმები , თაღები  და სხვა  მრავალი; ამ პროექტისა-დმი  მიძღვნილი კედლის  გაზეთი;  შთაბეჭდილებები....
 პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები

ბიბლიოთეკიდან-ქართული  საბჭოთა ენციკლოპედია  ტ. 7,      გალაკტიონ  ტაბიძის  ,,რჩეული“,  პოეტის  ცხოვრებისა  და  შემოქმედების  ამსახველი  კრებული;  როგორ  დაიწერა  ლექსი  ,,ნიკორწმინდა“; ინტერნეტიდან ამოღებული  მასალები  ნიკორწმინდის  ტაძრის  შესახებ;  კომპიუტერი,  პროექტორი; პრინტერი;  ფოტოაპარატი, სახატავი მასალა: ფორმატის ქაღალდი, მრკერები, ფლომასტერები;  თანხა- 400  ლარი.
პროექტის  მსვლელობა
შევკრებ მოსწავლეებს და  გავაცნობ პროექტის საჭირო-ებას, მიზანს; გამოვკვეთ  პრობლემას-რა  იციან  ამ  ტაძ-რის  შესახებ. ყუთში მოთავსებული  დანომრილი ბარათების  საშუალებით  მოსწავლეები   გაიყოფიან  სამ  ჯგუფად, რომელნიც  ირჩევენ დავალებას:
III     ჯგუფი-ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზე-უმში.  ისინი სოფელ  ნიკორწმინდის  უხუცესებიდან აიღებენ   ინტერვიუს   შერჩეული  თემის  ირგვლივ წინასწარ  შედგენილი კითხვარის  მიხედვით  (დანართი 1 ).                                                                                          ჩვენი  ვიზიტის შესახებ  წინასწარ ეცნობებათ მუზეუმის ხელმძღვანელებს    ამბროლაურში  და ნიკორწმინდაში ეკლესიის  მამაოებს.                                                    
          თითოეული  ჯგუფი  მოამზადებს  მასალას ,შე- კრებს ინფორმაციას,გადაიღებს  სურათებს, ვიდეოს, სოფელში მცხოვრები  უხუცესებიდან  აიღებენ  ინტერ-ვიუს.                                                                                      სასწავლო-შემეცნებითი  ვიზიტის  შემდეგ  ჯგუფები  წარმოადგენენ  ნამუშევრებს, რომელიც შეფასდება ჯგუ-ფური  მუშაობის  შეფასების რუბრიკით  (დანართი 2). მოამზადებენ  კედლის  გაზეთს და  დაწერენ  ესეს,  რომლიშიც  გამოხატავენ თავიანთ შთაბეჭდილებას ნანახისა  და  განცდილის შესახებ.    დარბაზში  მოაწ-ყობენ  ნამუშევართა გამოფენას.    ჯგუფთა      ლიდერები  გააკეთებენ   პრეზენტაციას ,რომელიც  შეფასდება  სქემით  (დანართი 3  ).                                                                                                                                  
        

წინარე  ცოდნა
მუშაობა  ჯგუფებში;  პრეზენტაციისთვის  მზადება  და  წარდგენა;  ტექნიკური  უნარ-ჩვევები; ინტერვიუს  ჩაწე-რა;  ბიბლიოთეკაში  მუშაობა;  კედლის  გაზეთის მომზადება; თვითშეფასება  და ურთიერთშეფასება...
საგნებთან  კავშირი
ისტორია, გეოგრაფია,  სახვითი  ხელოვნება.
პროექტის  ხელმძღვანელი         ფასილიტატორი
ელზა  აბუთიძე                                                               ხათუნა კაპანაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
elzaabutidze@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий