вторник, 28 июня 2016 г.

სასწავლო პროექტი

 პროექტის   სახელწოდება
              ,, ქვათა  სიმფონია“
 პროექტის მთავარი  იდეა
·          გ.ტაბიძის  ლექსის  ,,ქებათა ქება ნიკორწმინდას“ შესწავლის შემდეგ  მოსწავლეები (მათი სურვილით) მოინახულებენ ტაძარს და გააცნო-ბიერებენ  წინაპართა  ღვაწლსა და დამსახურებას მომავალი  თაობების წინაშე;


 პროექტის  აქტუალობა
·         პროექტი  აქტუალურია  იმით, რომ  მოზარდებს უღვივდებათ  ინტერესი  და  პატივისცემა  ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობისადმი.  
·         უვითარდებათ  კრიტიკული აზროვნების, სხვა-დასხვა  ეპოქაში  შექმნილი  ნიმუშების  აღქმის,  შეფასებისა და წარმოჩენის, ასევე   შემოქმედო-ბითობისა  და დამოუკიდებელი მუშაობის   უნა-რი; ხდება მათი  კომუნიკაბელურობის  ზრდის  ხელშეწყობა.                           


 პროექტის  მიზნები და შედეგები
·         ჩამოუყალიბდებათ აუდიტორიის წინაშე გამოსვლისა და ინფორმაციის  წარდგენის უნარი;
·          ჯგუფური  მუშაობით,ერთმანეთის  აზრის  გათვალისწინებითა  და  დამოუკიდებელი  შრომით გამოიმუშავებენ კვლევის საბოლოო  შედეგის  მიღწევის  ჩვევებს;
 ქართ. XII.1. მოსწავლეს შეუძლია  საჯარო მოხსენების  წარმოდგენა;                                                   ქართ.XII.2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამო-სვლების მოსმენა და  კრიტიკულად შეფასება;
ქართ.  XII.4.მოსწავლეს  შეუძლია ზეპირი  კომუ-ნიკაციის  სტრატეგიების  გამოყენება საჯარო გა-მოსვლების  დროს.                                                   ქართ.  XII.   12.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა  ხასიათის  არამხატვრული ტექსტების  შეთხზვა. ქართ. XII.  14. მოსწავლეს შეუძლია  წერის სტრა-ტეგიების გამოყენება  ნაწერის ორგანიზებისა-თვის.
  მონაწილეთა ასაკი
16-17 წელი

 ვადები, ხანგრძლივობა
             15  დღე
 მოსალოდნელი  შედეგები/რაც  შეიძლება  შეიქმნას                                                                                                                                                        
ბუკლეტები,  ინტერნეტიდან  ამოღებული  ინფორმაცია,  ვიდეომასალა და  სურათები ნიკორწმინდის  ტაძრის  შე-სახებ;  ბავშვების  მიერ  შესრულებული  სამოქმედო  რუ-კა-გეგმა,ნახატები-მაგ.: შუა სოფელში მედიდურად  მდგარი  ტაძარი,ეზოში  განლაგებული  ნაგებობები, ჩუქურთმები , თაღები  და სხვა  მრავალი; ამ პროექტისა-დმი  მიძღვნილი კედლის  გაზეთი;  შთაბეჭდილებები....
 პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები

ბიბლიოთეკიდან-ქართული  საბჭოთა ენციკლოპედია  ტ. 7,      გალაკტიონ  ტაბიძის  ,,რჩეული“,  პოეტის  ცხოვრებისა  და  შემოქმედების  ამსახველი  კრებული;  როგორ  დაიწერა  ლექსი  ,,ნიკორწმინდა“; ინტერნეტიდან ამოღებული  მასალები  ნიკორწმინდის  ტაძრის  შესახებ;  კომპიუტერი,  პროექტორი; პრინტერი;  ფოტოაპარატი, სახატავი მასალა: ფორმატის ქაღალდი, მრკერები, ფლომასტერები;  თანხა- 400  ლარი.
პროექტის  მსვლელობა
შევკრებ მოსწავლეებს და  გავაცნობ პროექტის საჭირო-ებას, მიზანს; გამოვკვეთ  პრობლემას-რა  იციან  ამ  ტაძ-რის  შესახებ. ყუთში მოთავსებული  დანომრილი ბარათების  საშუალებით  მოსწავლეები   გაიყოფიან  სამ  ჯგუფად, რომელნიც  ირჩევენ დავალებას:
III     ჯგუფი-ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზე-უმში.  ისინი სოფელ  ნიკორწმინდის  უხუცესებიდან აიღებენ   ინტერვიუს   შერჩეული  თემის  ირგვლივ წინასწარ  შედგენილი კითხვარის  მიხედვით  (დანართი 1 ).                                                                                          ჩვენი  ვიზიტის შესახებ  წინასწარ ეცნობებათ მუზეუმის ხელმძღვანელებს    ამბროლაურში  და ნიკორწმინდაში ეკლესიის  მამაოებს.                                                    
          თითოეული  ჯგუფი  მოამზადებს  მასალას ,შე- კრებს ინფორმაციას,გადაიღებს  სურათებს, ვიდეოს, სოფელში მცხოვრები  უხუცესებიდან  აიღებენ  ინტერ-ვიუს.                                                                                      სასწავლო-შემეცნებითი  ვიზიტის  შემდეგ  ჯგუფები  წარმოადგენენ  ნამუშევრებს, რომელიც შეფასდება ჯგუ-ფური  მუშაობის  შეფასების რუბრიკით  (დანართი 2). მოამზადებენ  კედლის  გაზეთს და  დაწერენ  ესეს,  რომლიშიც  გამოხატავენ თავიანთ შთაბეჭდილებას ნანახისა  და  განცდილის შესახებ.    დარბაზში  მოაწ-ყობენ  ნამუშევართა გამოფენას.    ჯგუფთა      ლიდერები  გააკეთებენ   პრეზენტაციას ,რომელიც  შეფასდება  სქემით  (დანართი 3  ).                                                                                                                                  
        

წინარე  ცოდნა
მუშაობა  ჯგუფებში;  პრეზენტაციისთვის  მზადება  და  წარდგენა;  ტექნიკური  უნარ-ჩვევები; ინტერვიუს  ჩაწე-რა;  ბიბლიოთეკაში  მუშაობა;  კედლის  გაზეთის მომზადება; თვითშეფასება  და ურთიერთშეფასება...
საგნებთან  კავშირი
ისტორია, გეოგრაფია,  სახვითი  ხელოვნება.
პროექტის  ხელმძღვანელი         ფასილიტატორი
ელზა  აბუთიძე                                                               ხათუნა კაპანაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
elzaabutidze@gmail.com

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის  თემა
                                ,, ბუნება  ზეცის  კარიბჭეა”
მოსწავლეთა  პროფილი
მესამე საფეხური,  მეთერთმეტე  კლასი
კლასში  7  მოსწავლეა.    სსმ  მოსწავლე  არ  არის.
გაკვეთილის  მნიშვნელობა,  აქტუალობა
ამ ლექსის  შესწავლა  დღესაც  აქტუალურია, რადგან  ,,შემოღამება  მთაწმინდაზე“ ბუნების  ორ  ფაქტორს  აღიარებს: რომ ბუნება  არამარტო  ზეცის  კარიბჭეა,  არამედ სულის  საზრდოა; რომ ის  არამარტო  ,,აღანთებს“,  არამედ  თანაუგრძნობს  კიდეც.  ყოველივეს მიმღები  სულია, ბუნება  კი  ადამიანს  იფარავს,მის  სულიერებას  იცავს  და  უფრთხილდება.ასეთი დაცვა  და  თანადგომა  ყოველთვის  გვჭირდება,რადგან  ადამიანის  სულზე   დიდ გავლენას  ახდენს  გარე  ფაქტორები.
გაკვეთილის  მიზნები  და  შედეგები
 1.განვუმტკიცო მოსწავლეებს  კრიტიკული აზროვნებისა  და  მართებული  მეტყველების  უნარ-ჩვევები.   2.  დავეხმარო  მათ  ესთეტიკური  და  მხატ-ვრული  გემოვნების  დახვეწაში.                                                                       შედეგები:    მოსწავლეს  შეუძლია:( ქართ. XI.1.)საჯარო  მოხსენების  წარმოდგენა  კონკრეტული  აუდიტორიის  წინაშე  კონკრეტული  მიზნით. (ქართ.XI.) საჯარო   გამოსვლების  მოსმენა  და  კრიტიკულად  შეფასება.   (ქართ.XI.5.) სხვადასხვა  ეპოქის  ტექსტების  გაანალიზება მათში  ასახული  ინფორმაციის, თემების,  იდეებისა და პრობლემატიკის  თვალსაზრისით.   (ქართ.XI.7.) მხატვრული ნაწარმოების  ენობრივი საშუალებების  გაანალი-ზება  მათი  ფნქციონერების  გათვალისწინებით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
ნიკოლოზ  ბარათაშვილის ლექსთა  კრებული; კითხვები: წინარე  ცოდნის,   მასალის განმტკიცებისა და დისკუსიისათვის;  კომპიუტერი  და პროექტორი; სერგეი  რახმანინოვის  მუსიკა შექმნილი არნოლდ  ბიოკლინის ტილოს( ,,მიცვალებულთა  კუნძული“)  მიხედვით.
წინასწარი  ცოდნა
მოსწავლეებმა იციან მე-19 საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური  მდგომარეობა; რა თავისებურებით  ხასიათდება  ქართული  რომანტიზმი(ალ. ჭავჭავაძისა და გრ. ორბელიანის შემოქმედებიდან); რა  გავლენას  ახდენს ბუნება ადამიანის ფსიქიკაზე,  ხასიათზე;  დავალებად მაქვს მიცემული ნიკოლოზ ბარათაშვილის  ცხოვრებისა და პირადი განცდების ამსახველი  წერილებისა და  წინა კლასებში  შესწავლილი   ნაწარმოებების  წაკითხვა- გამეორება (  მაგ.:  ,,ფიქრი  მტკვრის  პირას“, ,,მორბის  არაგვი  არაგვიანი“... წერილები  გრიგოლ  და მაიკო  ორბელიანებ-ისადმი  და  სხვ.)...
შეფასებები
წინარე ცოდნის  შეფასების  კითხვარი;  ასევე ჯგუფური და წყვილებში  მუშაობის,  პრეზენტაციის, დისკუსიის, ტესტის  შეფასების სქემები; თვით-შეფასება და ურთიერთშეფასება.      
გაკვეთილის  მსვლელობა,  საკლასო  მენეჯმენტი
აქტივობა-1. გონებრივი იერიში: ( 10 წთ.)  ვსვამ  კითხვას, რა იციან მათ ნიკო- ლოზ ბარათაშვილის  შესახებ, აქვთ თუარა  წაკითხული პოეტის  არასაპრო-გრამო  ლექსები, წერილები,  სმენიათ  თუ არა  რაიმე  ალ. ჭავჭავაძის სა-ლონზე   და ა.შ. ვაწოდებ  მათ  ყუთს,რომელშიც წინასწარ  დანომრილი ბარათებია მოთავსებული. ამ  ხერხით  ისინი იყოფიან 2 ჯგუფად  და ამზადებენ საპრეზენტაციო  მასალას ,, რა  არის  ბარათაშვილის  ბუნებაში  გასვლისა და განმარტოების მიზეზი“.  ვახდენ პრეზენტაციის  შეფასებას  სქემით,  რომლის შემუშავებაში ბავშვებს თვითონ აქვთ  მონაწილეობა მიღებული.                                                                                                                      აქტივობა  2:   კითხვა-პასუხი    (5   წთ.):       1.  როგორი  მდგომარეობა  იყო  საქართველოში მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში,ანუ როცა პოეტმა ,,შემოღამება  მთაწმინდაზედ“  დაწერა?  2.ხომ არ იცით, კიდევ ვინ უძღვნა  ლექსები მთაწმინდას?  3. რა იცით  მთაწმინდის შესახებ?  აქვე   ვაჩვენებ  მთაწმინდის  შესახებ  მომზადებულ  სლაიდს(,,მთაწმინდა“).
   აქტივობა    3:    მინი-ლექცია  (5  წთ.)                                                                                                                                                                                                         აღვნიშნავ,რომ თავის  ელეგიაში ,,შემოღამება  მთაწმინდაზედ“ ქართული  შემოქმედი  სულის  ამ უდიდეს  ძეგლში,პოეტმა განსაცვიფრებელი პოეტ-ური სიძლიერით  ,,ადგილნი  ვერანანი და უდაბურნი“ (ანუ  უადამიანო)  გადააქცია მისტიკური  და წინააღმდეგობის შინაგანი  ბრძოლების, ტანჯუ-ლი  სულის  გამომხატველ სარკედ...                                                                                                       აქტივობა  4.   ტექსტის  წაკითხვა  და  ანალიზი.        (10  წთ.)                                      წავაკითხებ  ლექსს  ერთ  მოსწავლეს;  მივუთითებ  კლასს იფიქრონ  ლექსის  შინაარსზე და  მასში  ასახულ  მნიშვნელოვან  მომენტებზე;  ვსვამ  კითხვებს,  რომელიც  ასევე  წინასწარ მაქვს  შემუშავებული და   მოსწავ-ლეებს  ვამუშავებ  წყვილებში(რამდენ  ეტაპად  შეიძლება  დავყოთ ლექსი?  გამოვყოთ ეს მუხლები. როგორ განწყობას  ქმნის  ლექსის  დასაწყისი?  როგორ  არის  აღწერილი  მთაწმინდა  და მისი  შემოგარენი და  რას  წარ-მოადგენს  გარე  სინამდვილე?  საითკენ  ისწრაფვის ლექსის  ლირიკული  გმირის  ოცნება?...)                                                                                                                      აქტივობა  5:    ჯგუფური  სამუშაო        ( 5  წთ.)                                            კლასს  ვყოფ  3  ჯგუფად ( იმავე  მეთოდით )და  ვაძლევ  დავალებას:                  I ჯგუფს  ვავალებ  მხატვრული  ხერხების  ამოწერას  ლექსიდან;   II   ჯგუფს--ტექსტის  პერეფრაზირებას; III   ჯგუფს-შექმნან  მთაწმინდის  ასოციაციური  რუკა. ვაკვირდები  ჯგუფების  მუშაობას  და  საჭირო  შემთხვევაში  ვაძლევ  მითითებას .  ნამუშევარს  ვაფასებ  თვითშეფასებისა  და  ურთიერთშეფასების მეთოდით.
       აქტივობა    6:  ერთად  ვაკვირდებით  არნოლდ  ბიოკლინის  ტილოს   ,,მიცვალებულთა  კუნძული“, სახელმძღვანელო , XI  კლ. გვ.  59.   და ინტერნეტიდან  ვისმენთ  სერგეი  რახმანინოვის შესაბამის მუსიკას. 
მოვისმენთ  ,,ოქროს  ფონდიდან“  პოეტის მიერ    წაკითხული  რამდენიმე  ლექსს;   
   გამოვიყენებ  სტრატეგიას  ,,ვიცი,  მინდა  ვიცოდე, ვისწავლე“.  

                  საშინაო  დავალება:   (3 წთ.)                                                                 ვავალებ  ლექსის  ანალიზს XI კლასის წიგნის სქოლიოში  მითითებული  კითხვების  დახმარებით;   მოიძიონ  დამატებითი  ინფორმაცია  ინტერნეტ-ში:  მთაწმინდის  ხედები,  მისი  დაარსების  ისტორია ,  მთაწმინდის  პანთეონი... გაიხსენონ,  რომელ  წელს და  ვისი  ინიციატივით  იქნა  გადმოსვენებული  ნიკოლოზ  ბარათაშვილი დიდუბის  პანთეონიდან  მთაწმინდაზე;      მოახდინონ  ახსნილი მასალის  ინტერპრეტაცია.                        

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

კრიტერიუმები
დაბალი  (1-4 )
საშუალო(5-6 ქ)
საშ. მაღალი(7-8)
მაღალი (9-10ქ)
სათქმელის სწო- რად და ლოგიკუ რად  გადმოცემა
უჭირს სათქმე-ლის ნათლად და  გასაგებად  გადმოცემა. შეუ-ძლია მხოლოდ მიმბაძველობა.
სათქმელს გად-მოსცემს მეტ-ნაკლებად გასა-გებად; უშვებს  ენობრივ შეც-დომებს.
სათქმელს გად-მოსცემს ნათლ-ად; საკითხს აშუქებს თანმიმ-დევრულად და საკმარისად ორიგინალურია.
სათქმელს გად-მოსცემს ნათლად, ამომწურავად, თანმიმდევრულად.  აქვს მდიდარი ლე-ქსიკა.მთლიანად ორიგინალურია.
თემასთან შესაბა მისობა; თვალსა-ჩინოებისა   და ისტ- ის გამოყენ-ება;
სათქმელი არ შე ესაბამება დავალებას; არ იყენებს ისტ-ს.
ინსტრუქციათა გან იყენებს მხოლოდ ზოგ-იერთს; ცდი-ლობს თვალსა-ჩინოების  და ისტ-ის  გამოყე ნებას.
მიჰყვება ინსტ-რუქციას; იყენებს არავერ-ბალურ საშუალებებს, მაგრამ  არ არის მთლად  ორიგინალური.
დავალება სრულყოფილად აქვს შესრულებ-ული; მიზნობრივად და ეფექტურად  იყენებს  არავერბა-ლურ საშუალებებს.
 ერთმანეთის აზრის  გათვალისწინება
ვერ ახერხებს საკუთარი აზ-რის  დაფიქსი-რებას.
შეუძლია   სხვი-სი აზრის  მოს-მენა ,მეტ-ნაკლე ბად ცვლილებ-ების შეტანა.
აფიქსირებს საკუთარ მოსაზრებას და ითვალისწინებს სხვის აზრებსაც.
ისმენს  და ითვალისწინებს  სხვის  აზრს, რომელსაც იყენებს საჭირო შემთხვევ- ის დროს.
კონტაქტი აუ-დიტორიასთან
 ვერ ახერხებს  აუდიტორიას-თან   კავშირს.
მოწესრიგებულ-ია ; ცდილობს  დაამყაროს კავ-შირი  აუდიტო-რიასთან.
ადეკვატურად იყენებს  არავერ ბალურ საშუ-ალებებს აუდი-ტორიასთან  კავ შირის დასამყარ ებლად.
სათქმელი ზუსტად შეესაბამება შინაარ- სის ყოველ კომპო- ნენტს;   იქცევს მსმენელის   ყურა-დღებას.